უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემა - ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ

უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემა - ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ

უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პოროშენკოს თქმით, სტრატეგიის კოორდინაცია და კოორდინირებული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის.

”ჩვენ უნდა ვიმუშავოთ კოორდინირებულად საერთაშორისო ორგანიზაციებში. აუცილებელია დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მომავალში უნდა გადაიდგას. საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.