ჩვენ გაგვაჩნია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები, საქართველოსთვის ეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ.სამხრეთ ოსეთია, ხოლო უკრაინისთვის - ანექსირებული ყირიმი და ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინა, - განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს.
„საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთზე წნეხის განხორციელება უნდა გაგრძელდეს, ვიდრე მინსკის შეთანხმებები სრულად არ იქნება შესრულებული, ვიდრე რუსაეთის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებიდან არ იქნება გამოყვანილი“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.