პარლამენტის თბილისის სასახლეში, “ამბასადორიალის“ გახსნამდე, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრამდე, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა პარლამენტის სასესიო დარბაზის გვერდით მდებარე კაბინეტში ისაუბრეს და პლენარულ სხდომათა დარბაზში ამის შემდეგ გადაინაცვლეს. შეხვედრა დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
სააგენტოს ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრისთვის ოთახი სპეციალურად გუშინ გამზადდა.