ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება

ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ის მოთხოვნები, რომელსაც დააყენებს ოპოზიციური პარტიები და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს პოზიციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დილოგის საკითხს.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ოპოზიციასთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შედგება, მანამდე კი კონსულტაცია გაიმართება პრემიერ-მინისტრთან.

„ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს, მათი პოზიცია უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.