პავლო კლიმკინი:  საქართველოში ყოფნისას გრძნობ, რომ მეგობრებთან ხარ

პავლო კლიმკინი: საქართველოში ყოფნისას გრძნობ, რომ მეგობრებთან ხარ

საქართველოში ყოფნისას გრძნობ, რომ მეგობრებთან ხარ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა.

მისი თქმით, უკრაინელებმა და ქართველებმა იციან თუ როგორ იბრძოლონ თავისუფლება და დამოუკიდებლობისთვის.

„უკრაინელებმა და ქართველებმა ვიცით თუ როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს არ არის უბრალოდ ოფიციალური ვიზიტი, ამ ვიზიტით ჩვენს მეგობრობას ხაზს ვუსვამთ“, - აღნიშნა მან.

პავლო კლიმკინის განცხადებით, „აღნიშნული ვიზიტი არა მხოლოდ ოფიციალურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს ეხება. ის პირველ რიგში ეხება უკრაინისა და საქართველოს საერთო გზას საერთო მომავალში“.