ავლაბრის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავლაბრის სასახლეში პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

პრეზიდენტის რეზიდენციაში უკრაინის პორველი პირის, პეტრო პოროშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ავლაბრის რეზიდენციის ეზოში შესრულდა უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

პეტრო პოროშენკოს და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დახვდა.

პოროშენკო და მარგველაშვილი პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.