საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა.
„საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ორ ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისგან ბევრის სწავლა. მხარეებს შეუძლიათ გამოავლინონ სფეროები, სადაც ითანამშრომლებენ. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.