რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი ჩვენს უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი ჩვენს უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “ამბასადორიალი 2017“ - ის გახსნისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა არის უდიდესი გამოწვევა საქართველოსთვის და ასევე რეგიონალური სტაბილურობისთვის.

როგორც ჯანელიძემ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე განაცხადა, მსოფლიოში არსებული გამოწვევები დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია-შავი ზღვის რეგიონზე, ხოლო რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტები ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა გაფართოების მიზნით, კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული.