საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა დიპკორპუსს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება უფრო დიდ მნიშნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისათვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ საქმეში დიპლომატიის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ჰყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი“, - განაცხადა პრემიერმა.