საქართველოს დიპლომატიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებულია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად

საქართველოს დიპლომატიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მობილიზებულია ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად

საქართველოს დიპლომატიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ მობილიზებულია საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ საქართველოს მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა.

რაც შეეხება ამბასადორიალს, როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ეს ელჩებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფორმატი, მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის განვითარების, მისი რეფორმების კურსის შესახებ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან.

"საქართველოს აქვს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, არის გამოწვევები, რომელზეც საუბარი იქნება. რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, მის აგრესიულ ქმედებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს დიპლომატიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ მობილიზებულია საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ საქართველოს მხარდასაჭერად.

ამერიკის მაგალითიდან შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უპრეცენდენტო იყო ის დახმარება, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გამოიხატა საკანონმდებლო ჩანაწერით საქართველოს ოკუპაციის შესახებ და მისი დაგმობის შესახებ გამოიხატა იმ რეზოლუციებში, იმ ხმამაღალ განცხადებებებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, როგორც კონგრესის, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლებისგან",- განაცხადა დავით ბაქრაძემ