საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა

საზოგადოებირვი მაუწყებლის ბორდის წევრის, გიორგი კოხრეიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი განახლებულ მაუწყებლობას იანვრის შემდეგ დაიწყებს, - ამის შესახებ კოხრეიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისა და მენეჯმენტის სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა.

”თანამშრომლების გაშვებასთან დაკავშირებით კონკრეტულად არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი რჩება სამსახურში. ალბათ სეზონი შეიძლება სექტემბერში გაიხსნას, მაგრამ განახლებულ პირველ არხზე მსჯელობა გაგრძელდება. გამომდინარე იქიდან, როგორ იქნება სტრატეგიულად სწორი. განახლებული ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება იანვრის შემდეგ და იქნება ახალი გადაცემები. განახლებული ეთერის დაწყება მსჯელობის საგანია და ძალიან ბევრ საკითხზეა დამოკიდებული. არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გადაწყვეტილების განხორციელების პროცედურები კერძო სტრუქტურებისგან განსხვავებულია. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ბევრი პრობლემა წარმოიშვას, არამაუწყებელზე დამოკიდებული. იმედია ასეთი რამ არ მოხდება”, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.