კრემლი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს რუსეთის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების საკითხში

კრემლი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს რუსეთის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების საკითხში

კრემლი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი პოლიტიკურ სიბრძნეს გამოიჩენს რუსეთის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების საკითხში. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები პოლიტიკურ სიბრძნესა და პოლიტიკურ ნებას გამოავლენენ რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების საკითხში“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ გაუკეთებია კომენტარი კრემლის საპასუხო ნაბიჯებზე იმ შემთხვევაში თუ რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შორის დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდება.

„მოდით არ გავუსწროთ მოვლენებს. სიტუაცია ძალიან სენსიტიური და რთულია. ამიტომაც, ზედმეტი სიტყვებით შესაძლოა ზიანი მივაყენოთ ამ საკითხს“, - დასძინა მან.

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტიმას შენონი ვაშინგტონში კონსულტაციებს გამართავენ. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევებისა და ნიუ-იორკისა და მერილენდის შტატებში რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხს.