ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა განუცხადა, დამწვარია 180 კვ/მ ფართობი. მისივე თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. გელაშვილის განცხადებითვე, ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

”შეტყობინება შემოვიდა 15:15 საათზე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ტერიტორიაზე დროულად გამოცხადდნენ. ამ დროისათვის ლოკალიზებულია ხანძრის ძირითადი კერები. არ არსებობს ხელახალი კერების გაჩენის საშიშროება”, - განაცხადა დავით გელაშვილმა.