სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს

სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს წერტილს დაუსვამს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

„სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

აღსანიშნავია, რომ შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტჩის მოვლენების დროს დაღუპული 250 ადამიანის გამო ხელისუფლება შურს იძიებს.

16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით, თურქეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავიდა, რაც პრეზიდენტს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საშუალებას აძლევს.