თურქეთის პოლიციამ თექირდაღის პროვინციაში ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 115 პირი დააკავა.
აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet სამართალდამცავ სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, თექირდაღის პროვინციის პროკურატურამ 127 პირზე გასცა დაკავების ორდერი, რომელთა შორისაც პოლიციის თანამშრომლები და ბიზნესმენებიც არიან.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები მობილური ტელეფონის აპლიკაციას ByLock-ს იყენებდნენ, რომლითაც პუტჩის ღამეს დაშიფრული შეტყობინებების გაცვლას ახდენდნენ.