რუსეთის და აშშ-ს საგარეო უწყების წარმომადგენლები რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ

რუსეთის და აშშ-ს საგარეო უწყების წარმომადგენლები რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტიმას შენონი ვაშინგტონში კონსულტაციებს გამართავენ. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევებისა და ნიუ-იორკისა და მერილენდის შტატებში რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხს.

არსებული ინფორმაციით, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ აღნიშნულ საკითხზე, მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯებით უპასუხებს.

2016 წლის 29 დეკემბერს ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის 35 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, ნიუ-იორკსა და მერილენდის შტატებში კი რუსეთს დიპლომატიური აგარაკები ჩამოართვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის მარია ზახაროვას განცხადებით, „თუ ჩამორთმეული დიპლომატიური საკუთრების საკითხი არ გადაწყდება, მოსკოვს საპასუხო ზომების მიღება მოუწევს“.