უკრაინაში რეფორმები უკრაინელებმა უნდა გაატარონ, ადრე კიევი ამ პროცესში ზედმეტად რთავდა უცხოელებს, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა ტელეარხ „112 უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„რაღაც პერიოდში ჩვენ უცხოელების ჩართვის ბოროტად გამოყენება დავიწყეთ. მივიჩნევ, რომ უკრაინა უკრაინელებმა უნდა ააშენონ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ ესა თუ ის უცხოელი სპეციალისტი, რომელიც ცნობილია“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ადრე მთავრობა ბევრ უცხოელს იწვევდა კონსულტაციებისთვის, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში უკრაინას დაუგროვდა საკუთარი გამოცდილება.