„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სირიაში იმალება

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სირიაში იმალება

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სირიის ტერიტორიაზე იმალება, - აღნიშნულის შესახებ ერაყის შსს-ს დაზვერვისა და კონტრტერორისტული ოპერაციების სამსახურის დირექტორმა აბუ ალი ალ-ბასრიმ განაცხადა.

როგორც ტელეარხი „ალ-არაბია“ იუწყება, ალ-ბასრიმ უარყო ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი სირიაში იმალება.

როგორც ერაყის შსს-ს დაზვერვისა და კონტრტერორისტული ოპერაციების სამსახურის დირექტორმა აღნიშნა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი არ იმყოფება რაყას პროვინციაში, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენია.

აღსანიშნავია, რომ 11 ივლისს ერაყულმა ტელეარხმა „ას-სუმარიამ“ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა.