თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის თურქ კოლეგას რეჯებ აკდაღს შორის გაიმართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი პირადად არის ჩართული ამ საკითხში და დეტალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა.