პარლამენტის წევრებმა, ბათუმში, საჯარო შეხვედრა გამართეს

პარლამენტის წევრებმა, ბათუმში, საჯარო შეხვედრა გამართეს

საკანონმდებლო ორგანოს წარმომაგენლებმა, NDI-ს ორგანიზებით, ბათუმში საჯარო შეხვედრა გამართეს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, ფატი ხალვაში და გიორგი წერეთელი მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ სტუდენტები, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზოციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ძირითად მიმართულებსა და პრინციპებზე ასევე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მიმოიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის საკითხები და პარლამენტის როლი საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც საგარეო პოლიტიკის ახალ პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ რაც სტაბილურობას, პარტნიორობასა და კეთილდღეობას გულისხმობს. (Stability, Partnership, Prosperity). სწორედ, ეს სამი მიმართულება იქნება ჩვენი საერთაშორისო პოლიტიკის დიდწილად განმსაზღვრელი. მადლობას ვუხდი NDI-ს და ბრიტანეთის საელჩოს ამ პროექტის მხრადჭერისთვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას დისკუსიაში მონაწილეობისთვის",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.