ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში.
„არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, სადაც 7 ბავშვი იმყოფება. ჩვენი სხვა თანამშრომლები გაყოფილები არიან და საბოლოო მონახაზი, ალბათ, ცოტა ხანში გვექნება“, - განაცხადა ბერიაშვილმა.