ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ახალგაზრდა ფერმერის საქციელს არასწორი უწოდა

ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ახალგაზრდა ფერმერის საქციელს არასწორი უწოდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ, ახალგაზრდა ფერმერის მიერ გადაღებულ ვიდეოს არასწორი უწოდა, რადგან ზამბახიძის თქმით: "ფერმერები ასე არ ყრიან პროდუქტს".

ამის შესახებ ზამბახიძემ "ფეისბუქზე" დაწერა.

"ეს არ არის სწორი საქციელი, რასაც ეს ახალგაზრდა ბიჭი აკეთებს რამოდენიმე მიზეზის გამო: ფერმერები ასე არ ყრიან პროდუქტს. თუ 5 ლარს უხდიან ნიშნავს იმას , რომ მან რაც დახარჯა შეუძლია ამოიღოს! თუ არ უღირს და შოუ ურჩევნია მაშინ კი ბატონო. არიან ბავშვები ვისაც თვეობით არ უჭამია ხილი და შესაძლოა სიკეთე მაინც გააკეთო კაცმა გადაყრას. მდინარე ნაგავსაყრელი არ არის და ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას გარემო. არსებობს ორგანიზაცია ფერმერების და ახალგაზრდა ფერმერების და ცადა ან ვინმე არ დაეხმარა რამეში? ძალიან ბევრ ახალგაზრდა ფერმერთან მაქვს ურთიერთობა და მსგავს არავინ გააკეთებს ვიცი! ამიტომ ეს ბიჭი ჩემთვის ახალგაზრდა ფერმერი არ არის სამწუხაროდ", - წერს "ფეიბუქში" ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი.

გავრცელდა ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ფერმერმა ატამი ვერ გაყიდა და მდინარეში გადაყარა.