იერუსალიმში სამმა პალესტინელმა ორი ებრაელი პოლიციელი მოკლა. თავდასხმა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. თავდამსხმელები კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით, დანებითა და პისტოლეტით იყვნენ შეიარაღებულები.
მათ პოლიციელებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნეს, რის შემდეგაც თავდამსხმელები ალ აქსას მეჩეთისკენ გაიქცნენ. სამართალდამცველები დამნაშავეებს დაედევნენ და სამივე მათგანი გაანეიტრალეს. შემთხვევის გამო, მიმდებარე ტერიტორია 1 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.