ოდესაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო

ოდესაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო

ქალაქ ოდესაში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო. საზღვაო წვრთნებში მონაწილეობას 30-მდე ხომალდი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 17 ქვეყნიდან წარმოდგენილი 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს. აშშ-ის საზღვაო ფლოტის ცნობით, წვრთნები საჰაერო თავდაცვის, სამძებრო-სამაშველო და სხვა სახის ოპერაციებს მოიცავს.

უკრაინაში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნები 22 ივლისამდე გაგრძელდება.