რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

გუშინ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში ოთხი რეისი გააუქმა. რუსეთის ტრანპორტის სამინისტროში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

„ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, - განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.