საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს.
მისივე თქმით, თბილისში დღეს საღამოს შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს, ხვალ ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება, ხოლო 17-18 ივლისს შესაძლოა ტემპერატურამ 35 გრადუსამდე მოიმატოს.
”დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და იქნება 30-დან 35 გრადუსამდე.
17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც ”, - აღნიშნა გვაზავამ.