აშშ-მ და რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს საერთო შეთანხმებას კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ტომ ბოსერტმა განაცხადა.
„პარტნიორობა ისეთ წერტილამდე მისვლას ითვალისწინებს, როდესაც ურთიერთობები სანდო გახდება და საერთო შეთანხმებას მივაღწევთ. მე არ მივიჩნევ, რომ აშშ-მ და რუსეთმა ამ წერტილს მიაღწიეს კიბერუსაფრთხოების სფეროში. ვიდრე ამას არ მივაღწევთ, ჩვენ ვერ გვექნება პარტნიორობა კიბერუსაფრთხოებაში“, - აღნიშნა მან.
ტომ ბოსერტის თქმით, ორმა ქვეყანამ დიალოგი უნდა წარმართოს ამ საკითხზე.
როგორც 7 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ტრამპმა და პუტინმა პირველ შეხვედრაზე ყურადღება დაუთმეს კიბერუსაფრთხოების საკითხს.