ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები აუცილებლად შედგება

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები აუცილებლად შედგება

ჩვენ ვართ ღია კონსულტაციებისთვის და ეს კონსულტაციები აუცილებლად შედგება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მზადყოფნას დილოგისთვის. 

„ჩვენ დავსხდებით მათთან ერთად, გავივლით თითოეულ საკითხს, რომელსაც ისინი აყენებენ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი პოზიციები შევაჯეროთ“, - განაცხადა კობახიძემ. 

კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ცვლილელები იგეგმება, კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული. „ბუნებრივია, როცა ჩვენ კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შედგება საუბარი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო პაკეტში“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ირაკლი კობახიძემ. 
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კერძოდ კი საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრის გამართვაა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის დიალოგისა და კონსენსუსისთვის.