რა ეშველება სამცხე-ჯავახეთს?!

რა ეშველება სამცხე-ჯავახეთს?!

[ლევან სეფისკვერაძე]
დღეს სამცხე-ჯავახეთში ძალიან ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავი. რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ისიც, რომ ადგილობრივების დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო ენა. ბოლო დროს საქართველოს ყველა რეგიონის სახელმწიფო დაწესებულებებში სამუშაოს დაწყებისათვის მოქალაქეებს სთხოვენ სახელმწიფო ენის ცოდნას, მაგრამ მხოლოდ მოთხოვნა არასწორია, თუკი საამისოდ საკუთრივ ხელისუფლებისაგან არაფერი გაკეთებულა.

საშა ბელენიანცი, ახალქალაქის მკვირდი: – “ენის შესწავლა ასე ადვილი ნამდვილად, რომ არაა, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. რა თქმა უნდა აუცილებელიცაა და სასურველიცაა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს სახელმწიფო ენა, მაგრამ ჯერ უნდა არსებობდეს არაქართულ მოსახლეობაში სტიმული.

თუკი აქაურებს ენის შესწავლის შემდეგ ნამდვილად გაეხსნებათ გზა სხვადასხვა სფეროებში წარმატებების მისაღწევად, ეს პრობლემა ბუნებრივად მოგვარდება. თუმცა, დღესდღეობით ინტერსი ქართულის შესასწავლად მაინც ძალიან მცირეა. ადგილობრივი მოხუცი ადამიანი, რომელსაც ქართული არასოდეს არ დაჭირვებია, ბუნებრივია, რომ არ ან ვერ ისწავლის ქართულს. პირადად მეც არ ვიცი სახელმწიფო ენა, თუმცა სასურველი ნამდვილადაა მისი ცოდნა. საერთოდ, ძალით ვერავის ვერაფერს ვერ ასწავლი და ყველა ისე წყვეტავს რა ისწავლოს, რამდენადაც სჭირდება ამის სწავლა”

თბილისში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში ბოლო წლებია დაიწყო გზების გაკეთება, მაგრამ ჯავახეთში გადაადგილება ახალციხემდეც კი ძალიან ჭირს. რეგიონში არსებული ნეგატიური ფონი პირველ რიგში წმინდა სოციალურ საკითხებს უკავშირდება. ადგილობრივები თითქმის მოწყვეტილნი არიან ცენტრიდან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ყველაზე ბოლოს იგებენ ხოლმე.

ლენა ხაჩატურიანი, ახალქალაქის მკვიდრი:: ახალქალაქში ქართული ტელერხების დიდი ნაწილი ან საერთოდ არ აჩვენებს, ანდა ძალიან ცუდად აჩვენებს. ამიტომ თითქმის ყველა რუსულენოვან გადაცემებს უყურებს და ძირითად ინფორმაციასაც იქიდან იგებენ ხოლმე. გარდა ამისა, აქ ისაუბრეს ქართულენოვანი გაზეთებისა და წიგნების თაობაზე. ადგილობრივ სკოლებში ერევნიდან შემოტანილ სომხურ წიგნებს ბავშვებს როგორც წესი უფასოდ ურიგებენ, ქართულ წიგნებს კი ყიდიან და ეს წიგნები საკამოდ ძვირიც ღირს.

ამის შემდეგ ძალიან ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ადგილობრივები აქცენტს პირველ რიგში სომხურ ენაზე და ამ ენაზე მიღებულ განათლებაზე აკეთებენ. ჯერ ერთი, რომ ეს მათი მშობლიური ენაა და ადვილია განათლების მიღება, მეორეც, ასეთი განათლება უფრო იაფი უჯდებათ. არ იხდიან ფულს წიგნებში და მასწავლებლებიც ამის გამო სწავლების დროს სომხურზე აკეთებენ აქცენტს”

მას შემდეგ, რაც ახალქალაქის უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება შეუჩერდა, რეგიონს მხოლოდ ახალციხის უნივერსიტეტი და ნინოწმინდის ეს ორი სასწავლებელი დარჩა. აქედან ორგან აქცენტი ქართულ ენაზე იქნება გაკეთეთებული და ქართული ენის არმცოდნე სომხებს მხოლოდ ერევნის უნივერსიტეტის ფილიალში შეეძლებათ სწავლა. იქ კი ნამდვილად ვერ მიიღებენ რაიმე განსაკუთრებულ განათლებას. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა იძულებული გახდება ბავშვი ერევანში გაუშვას სასწავლებლად, მაგრამ ამის სახსრები მხოლოდ ერთეულებს აქვთ. დანარჩენებს რეალურად მოესპობათ ადგილზე განათლების მიღების ყოველგვარი საშუალება.

ნათელა ხევსურიშვილი, ქართული ენის მასწავლებელი სამცხე ჯავახეთში: “როდესაც ჩვენი მთავრობა ყოველდღიურად აცხადებს, რომ მათი მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლა. ამ დროს კი აუქმებენ სასწავლებელს, სადაც რეალურად უნდა განხორციელებულიყო საგანმანათლებლო პროექტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება კვლავ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. სიტყვით სხვას ამბობენ და საქმეს კი სულ სხვანაირად აკეთებენ”

ახალქალქის უნივერსიტეტს ფაქტიურად არა აქვს საერთო საცხოვრებლები, რაც ჩამოსულ სტუდენტებს ამ ქალაქში სწავლების სურვილს უკარგავს”