21-ე საუკუნეში როდესაც ხდება მსგავსი რამ საქართველოს მეზობლის მხრიდან, მიუღებელია აშშ-სთვის

21-ე საუკუნეში როდესაც ხდება მსგავსი რამ საქართველოს მეზობლის მხრიდან, მიუღებელია აშშ-სთვის

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან დადგმული ახალი ბანერი ნახა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.

იან კელის განცხადებით, 21-ე საუკუნეში როდესაც ხდება მსგავსი ფაქტი, მიუღებელია როგორც ცივილური სამყაროსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

იან კელის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები ხელოვნურია, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

„21-ე საუკუნეში, როდესაც ხდება მსგავსი რამ საქართველოს მეზობლის მხრიდან, მიუღებელია აშშ-სთვის. აშშ ამაზე ხმამაღლა საუბარს გააგრძელებს. რაც ხდება არის ხელოვნური აქტი, რაც ყოფს ადამიანებს და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. აშშ ამას არასდროს არ აღიარებს. რაც შეეხება მოგვარებას, ეს არის პრაგმატული მიდგომები, რაც აქვს ქართულ მხარეს, უფრო მეტი პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებებში, უფრო მეტი საუბარი და თანმიმდევრული ქმდება ამ მიმართულებით“, - განაცხადა იან კელიმ.