შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი არასდროს უთხოვია და მის შესაძენად 500 დოლარი არ მიუცია

შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი არასდროს უთხოვია და მის შესაძენად 500 დოლარი არ მიუცია

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.

ამის შესახებ გუბელაძემ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივან რეფერენტის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

"დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისჟრედიტაციას",- განაცხადა გუბელაძემ.