მარში არ არის ამ ყველაფრის დარეგულირებისა და პრობლემის მოგვარების წყარო

მარში არ არის ამ ყველაფრის დარეგულირებისა და პრობლემის მოგვარების წყარო

მარში არ არის ამ ყველაფრის დარეგულირებისა და პრობლემის მოგვარების წყარო, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"გამოხატვის თავისუფლება, ვიდრე ის ჯდება კანონით დადგენილ ფარგლებში არის ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღები. მარში არ არის ამ ყველაფრის დარეგულირებისა და პრობლემის მოგვარების წყარო. თუკი არსებობს პრობლემა ჯერ უნდა მოხდეს კარგად აღქმა და შემოწმება, თუკი მართლაც არსებობს ეს პრობლემა, რითი არის გამოწვეული. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულირება. თუმცა, ემოციის გამოხატვა, აზრის დაფიქსირება, რომელ საკითხზეც არ უნდა იყოს, თუკი ის კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოებში ეტევა, არის ჩვეულებრივი მოვლენა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღეს, 20:00 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე #24-ე საჯარო სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართველთა მარში“ გაიმართება.