დიალოგის კარი რეალურად არ არის დახურული, არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება კონსენსუსის მიღწევა

დიალოგის კარი რეალურად არ არის დახურული, არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება კონსენსუსის მიღწევა

არის გარკვეული სეგმენტები, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა და დიალოგი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

"დიალოგის კარი რეალურად არ არის დახურული, ეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც განაცხადა. არის გარკვეული სეგმენტი, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა და დიალოგი. გუნდის შიგნით შესაბამისი მსჯელობა იქნება და განისაზღვრება გარკვეული ფორმატი. შესაძლებელია სავარუდოდო კონტრშეთავაზება მიიღოს უმრავლესობიდან ოპოზიციურმა ფლანგმა. არანაირი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვეულებრივი პროცესით გაგრძელდება კონსტიტუციის პროექტზე პარლამენტში მუშაობა და მესამე მოსმენით საშემოდგომოდ განიხილება. აქ არის გარკვეული იურიდიული სივრცეები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ამის გამოყენებით, თუკი იქნება შესაბამისი კონსენსუსი კონკრეტულ საკითხებზე, რაღაც გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია კონსტიტუციის ამ პროექტზე, მაგრამ არა პროცედურების დარღვევით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.