საქმეში არის სატელეფონო საუბრის და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს

საქმეში არის სატელეფონო საუბრის და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს

პროკურატურა მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურორმა განმარტა, არსებობს აბესაძის მიერ მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეები. პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არის როგორც სატელეფონო საუბრის, ისე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც აბესაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.

"გამოძიების ამ ეტაპზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დაპირდა მოქალაქეს, რომ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა მას მტკვარზე, ტივზე კაფის გახსნასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში. გარდა ამისა, დაპირდა, რომ გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას მერიის ზედამხედველობის სამსახურების წინაშე, რითაც დაუბრკოლებლად მისცემდა სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლებას, საბოლოო ნებართვების მიღებამდე. ამის სანაცვლოდ ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3000 დოლარი", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერებში ოთარ აბესაძე მერიის თანამშრომლების სახელებს ასახელებს, თუმცა „დამატებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში გამოძიების სხვა ვერსიები გაჟღერდება“.

აღსანიშნავია, რომ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს დაცვის მხარე.