ოპოზიციის ტაქტიკიდან გამომდინარე, კონსენსუსის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ოპოზიციის ტაქტიკიდან გამომდინარე, კონსენსუსის შესაძლებლობას ვერ ვხედავ

ოპოზიციის ტაქტიკიდან გამომდინარე, კონსენსუსის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს.

ნარჩემაშვილის აზრით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ ინსინუაციებს, რასაც, მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საღი აზრი უნდა დაუპირისპიროს.

უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხი დგას.

“პროპორციული საარჩევნო სისტემის 7 წლით დაგვიანებით ამოქმედება იმ შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო, რომელიც არსებობდა. სხვა რესურსი, უბრალოდ არ იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე წავედით. ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა შემთხვევაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო მიღებული”, - აღნიშნა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.