სერგი კაპანაძე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო მაუწყებლისა და „ჩეთემ ჰაუსის

სერგი კაპანაძე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო მაუწყებლისა და „ჩეთემ ჰაუსის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" იღებს მონაწილეობას, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო მაუწყებლის (International Broadcaster) წარმომადგენელს, ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტ ნიკ გოუინგს და „ჩეთემ ჰაუსის" მკვლევარს, ჯეიმს შერს შეხვდა. შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ესწრებოდა. 

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეებისა და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად უნდა გადაიდგას.

„ვისაუბრეთ იმ კონტექსტზე, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება - ეს არის გაზრდილი საფრთხეები რუსეთის მხრიდან, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ის ზრახვები, რომლებიც მათ გააჩნიათ საქართველოს და რეგიონთან მიმართებაში. ასევე, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც, შეიძლება, გადადგმული იყოს როგორც საქართველოს, ასევე, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ.