რუსეთთან მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებს

რუსეთთან მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებს

რუსეთთან მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას სამხედრო თვალსაზრისით აძლიერებს, - ეს განცხადება ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ევროპამ რუსეთისგან დამატებით გაზი არ უნდა იყიდოს და რუსეთის ბიუჯეტი ევროპული ფულით არ უნდა შეივსოს, რადგან იგი აღნიშნული ფულით სამხედრო ძალას აძლიერებს და ევროპის წინააღმდეგ იყენებს.

"შეხვედრაზე რუსეთის როლთან, სიძლირესთან დაკავშირებით იყო საუბარი. რამდენად ეფექტურია მისი გავლენა და რამდენად შესაძლებელია ამ გავლენას წინ აღვუდგეთ. ყველაფერი საინტერესოა იმისათვის, რომ შემდგომ გადაწყვეტილებების მიღება გაადვილდეს. ანალიტიკოსებისთვის ეს არის დიდი მასალა, იდეები, შეხედულებები და ანალიზი, რომელსაც ჩვენ შემდგომში გამოვიყენებთ.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე შენიშვნები იყო. საჭიროა საზოგადოების მეტად კონსოლიდირება მოხდეს. ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საინტერესო იყო გერმანიიდან ევროპარლამენტის წევრის განცხადება, რომ ევროპა დამატებით აღარ უნდა იყიდოს რუსული გაზი, არავითარ შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტის შევსებას ხელი ევროპული ფულით არ უნდა შეუწყოს, რის შემდგომაც ამ ფულით რუსეთი იარაღს ყიდულობს, აძლიერებს სამხედრო ძალას და ემუქრება ისევ ევროპას და მის მეგობრებს. საჭიროა მაქსიმალურად შეიზღუდოს ისეთი სახის თანამშრომლობა, რომელიც მას აძლიერებს სამხედრო თვალსაზრისით. გამოიკვეთა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული პროპაგანდა აშკარად ტყუილების პროპაგანდაა. ევროპას და მის მეგობრებს სათანადო საშუალებები არ გააჩნია, რომ წინ აღუდგეს ტყუილების დამსხვრევას. ეს მიმართულება, რომელსაც რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, უნდა შეწყდეს," - განაცხადა კახა გოგოლაშვილი.