ლავროვის განცხადება ალბათ არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, სწორად ვმოქმედებთ

ლავროვის განცხადება ალბათ არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, სწორად ვმოქმედებთ

ლავროვის განცხადება ალბათ არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ მართლაც სწორ გზას ვადგავართ, სწორად ვმოქმედებთ და თანმიმდევრულად მივდივართ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიქტორ დოლიძის განმარტებით, საქართველო არ შეცვლის ტაქტიკას და პრინციპებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი თემა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი თემა, რომელსაც არ დავთმობთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება ლავროვის განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ალბათ არის გამოძახილი იმის, რომ ჩვენ მართლაც სწორ გზას ვადგავართ, სწორად ვმოქმედებთ და თანმიმდევრულად მივდივართ. ძალიან სამწუხაროა მისი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ვერ შევიცვლით ტაქტიკას და პრინციპებს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლა შესაძლებელია საერთაშორისო ბერკეტების მობილიზებით და სწორედ ამის გამოძახილია, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპარლამენტარების ვიზიტიც.