კიევში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესასვლელები გადაკეტეს. აქციის მონაწილეები რამდენიმე დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვენ.

როგორც ტელეარხი „112“ იუწყება, აქციის მონაწილეების რაოდენობა დაახლობით 500-ს შეადგენს. მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. რა დროსაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

აქციაში მონაწილეობას იღებენ პარტიების „თვითდახმარება“ და „თავისუფლების“ მხარდამჭერები და რიგი ნაციონალისტური ორგანიზაციები.

დღეს უკრაინის რადა „ოპოზიციური ბლოკის“ დეპუტატის მიხეილ დობკინისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს განიხილავს. 11 ივლისს პარლამენტმა იმუნიტეტი სამ დეპუტატს მოუხსნა. თუმცა პარლამენტმა საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა, რათა იმუნიტეტი მოეხსნა „სახალხო ფრონტის“ დეპუტატ ევგენი დეიდეისთვის და „რადიკალური პარტიის“ ფრაქციის წევრ ანდრეი ლოზოვოისთვის. აღნიშნულ დეპუტატებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.