კაზაკთა რაზმი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს

კაზაკთა რაზმი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს

კაზაკთა რაზმი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთად, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და „თერგის კაზაკთა“ დანაყოფს შორის 2013 წელს შეთანხმება დაიდო, „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში დახმარების გაწევის თაობაზე“.

კაზაკთა დანაყოფს დაევალება სასაზღვრო ზონაში მყოფი პირებისთვის საბუთების შემოწმება, განმარტებითი სამუშაოს ჩატარება ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვისა და სტუმრებისთვის, რათა მათ სასაზღვრო და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი დაიცვან.