საქართველოს სუვერენული უფლებაა დიალოგი ჰქონდეს რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის

საქართველოს სუვერენული უფლებაა დიალოგი ჰქონდეს რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის

საქართველოს სუვერენული უფლებაა ჰქონდეს დიალოგი რუსეთთან, აწარმოოს მოლაპარაკება ურთიერთობის დარეგულირებისთვის, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.

იან კელი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დარეგულირებამდე, უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობების ნორმალიზება და ბორდერიზაციის პრობლემის აღმოფხვრა.

„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას, მე ვიტყოდი, რომ ამისთვის უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, ჯერ აღმოიფხვრას ბორდერიზაციის პრობლემა და ასევე პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ რა ურთიერთობა ექნება სხვა ქვეყნებთან, როგორ სტრუქტურებში მიიღებს ის მონაწილეობას, მაგრამ უმჯობესი იქნება ჯერ ურთიერთობის ნორმალიზება და შემდეგ უკვე სხვა დონეზე გადასვლა“, - განაცხადა იან კელიმ.