შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ევროპულ გზაზე ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება

შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ევროპულ გზაზე ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება

საქართველო ევროპულ პროცესში შედის არა მარტო როგორც ევროპული სიკეთის მაძიებელი ქვეყანა, არამედ ის თავისი წვლილით შედის ევროპულ განზომილებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკვე მე-14 ჯერ ტარდება ბათუმში ეს კონფერენცია, რომელიც ხაზს უსვამს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და აღნიშნავს ხოლმე იმ ეტაპებს, ნაბიჯებს, რომელსაც სახელმწიფო და საზოგადოება გადის ამ წლის განმავლობაში.

”ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით ვთქვათ, რომ ამ გზაზე ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება ნამდვილად წარმატებულად ვითარდება. წინა კონფერენციაზე ჩვენ ვსაუბრობით იმ მიღწევაზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიღწევაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს გამომდინარე ვიზის ლიბერალიზაციის პროცესიდან.

საქართველო ევროპულ პროცესში ინტეგრირდება და შედის არა მარტო, როგორც ევროპული სიკეთის მაძიებელი ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელიც თავისი წვლილით შედის ევროპულ განზომილებაში.

საქართველოს ევროპულ პროცესში შეაქვს უნიკალური ევროპული კულტურა, მრავალსაუკუნიანი კულტურა, რომლის ფუნდამენტიც სწორეც ევროპულ ღირებულებებზე, ევროპულ სიბრტყეში არის წარმოქმნილი.

საქართველო შედის ევროპულ პროცესში, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მთავარი მასტაბილიზირებელი, თანამშრომლობაზე, რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყანა. საქართველო ევროპულ პროცესში შედის, როგორც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი და დაინტერესებული მოთამაშე, როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე”,- განაცხადა პრეზიდენტმა,