თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის 34 ყოფილ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის 34 ყოფილ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გაიცა

ანკარის პროკურატურამ თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის 34 ყოფილ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების განცხადებით, მათ ბრალი ედებათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირებში.

როგორც ანკარის პროკურატურაში აღნიშნეს, ეჭვმიტანილები ByLock-ის აპლიკაციას იყენებდნენ, რომლის მეშვეობითაც დაშიფრული მესიჯების გაცვლას ახდენდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობისას.

აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონის ეს აპლიკაცია თურქეთის უშიშროებამ გატეხა, რის შედეგადაც მათთვის ცნობილი გახდა ათი ათასობით მომხმარებლის ვინაობა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გიულენის ორგანიზაციასთან.

ასევე, დღეს სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან დაკავშირებული 17 პირის დაკავებაზე გასცა ორდერი. შვიდი მათგანი უკვე დაკავებულია.