გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტის პიკეტირების იდეას ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტის პიკეტირების იდეას ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, პარლამენტის პიკეტირების იდეას დღევანდელ შეხვედრაზე მყოფი ოპოზიციური პარტიები ეთანხმებიან.

ოპოზიციურმა პარტიებმა კამპანია “დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში შეხვედრა გამართეს, სადაც საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზები განიხილეს.

“შევთანხმდით, რომ გვაქვს პრინციპული პოზიცია – არანაირ დათმობებზე საუბარი მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჩვენ უნდა გადავხედოთ სრულ პროცესს, კონსტიტუციას, რომელიც არის ქვეყნის ფუნდამენტი, რომელზეც ეწყობა ქვეყნის მართვის პროცესი. ამის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში შეიძლება ვისაუბროთ გარკვეული არგუმენტების გაცვლაზე და არგუმენტების მოსმენაზე. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც “ქართული ოცნება” ხისტად თავის პოზიციაზე დგას, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს, გვქონდეს ერთიანი პოზიცია ოპოზიციის მხრიდან. განვიხილეთ პარლამენტის პიკეტირება, ამას პრინციპულად ეთანხმება ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც აქ იყო შეკრებილი, რომ ეს აუცილებელი მექანიზმია იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ასეთ ხისტ პოზიციას ინარჩუნებს. მის ფორმებზე და შინაარსობრივ შემადგენლობაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გვექნება მსჯელობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, კონსტიტუციის საკითხზე ორ დღეში ინტერპარტიულ ფორმატშიც იგეგმება შეხვედრა.