მემუქრებიან ლიკვიდაციით და მეუბნებიან, რომ ჩემი ადგილი საფლავშია

მემუქრებიან ლიკვიდაციით და მეუბნებიან, რომ ჩემი ადგილი საფლავშია

მემუქრებიან ლიკვიდაციით, რომ გამოგზავნიამ ჯგუფს და ჩემი ადგილი საფლავშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ, თუბა ჩაბუქმა განუცხადა. იგი ადვოკატთან ერთად სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე მთავარ პროკურატურაში შეხვედრას მართავს.

"მეუღლის დაკავების შემდეგ ჩემი ოჯახის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარებია. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დაინახეს ქართველი ხალხისა და მედიის მხარდაჭერა. ერთ-ერთმა თურქულმა გაზეთმა ჩემი ოჯახი მოღალატედაც გამოაცხადა. მუქარები არის შემდეგი შინაარსის: უნდა გამოიგზავნოს აქ ჯგუფი, ჩემი ადგილი არის საფლავში. ჩვენი ოჯახის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აქედან გამომდინარე ვითხოვთ სახელმწიფო დაცვის დანიშვნას. სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირდა გატაცების და სხვა ფაქტები. ორი შვილის დედა ვარ, მეუღლე გვერდით არ მყავს და აუცილებლად მჭირდება დახმარება",- აცხადებს თუბა ჩაბუქი.