პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" პოპულარიზაციისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, პროგრამის მენეჯერი ლალი წიკლაური მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 5 უნივერსიტეტში გაიმართა. პროგრამის მენეჯერმა სტუნდეტებს პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და პროგრამის მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის წესები განუმარტა. შეხვედრების მონაწილეებს პროგრამის საინფორმაციო ბეჭდული მასალაც დაურიგდათ.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. კონკურსის გავლის მსურველისთვის სავალდებულოა მასწავლებლის სერტიფიკატი შესაბამის საგანში ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კონკურსში მონაწილეობა, ასევე, შეუძლიათ მსურველებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კომპეტენცია.