ნიკა რურუა:  ქართველი ხალხის უფლებების წართმევას ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, გამორიცხულია

ნიკა რურუა: ქართველი ხალხის უფლებების წართმევას ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, გამორიცხულია

ქართველი ხალხის უფლებების წართმევას ჩვენ ხელს არ მოვაწერთ, გამორიცხულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა რურუამ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობენ. „დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში“ შეხვედრას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის არიან: ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ვაშაძე, ნიკა რურუა, ნიკა მაჭუტაძე, სევდია უგრეხელიძე და სხვები.

„ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას რომ მთელი პროცესი დაიწყოს თავიდან, გამჭვირვალედ, ჩართულობით და შემდეგ ეს პროცესი დაგვირგვინდება ლეგიტიმური კონსენსუსით. მათ პირველი და მეორე მოსმენები ორ დღეში ჩაატარეს. კონსტიტუცია ასე არ იცვლება. ეს არის ოლიგარქიის დაკანონების მცდელობა საქართველოში და ბუნებრივია, ამას ვერ დავეთანხმებით“, - განაცხადა ნიკა რურუამ.