სამების ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება

სამების ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში უკვე წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც საუბარია თუ როგორ უწოდა უფალმა მოციქულ სვიმონს სახელი პეტრე.

წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.