The Independent რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს ეხმაურება

The Independent რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს ეხმაურება

ბრიტანული გამოცემა The Independent რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი.

„კრემლის ჯარებმა სასაზღვრო ბანერები რამდენიმე ასეული მეტრით გადაწიეს, რაც პუტინსა და ტრამპს შორის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა“, - ნათქვამია სტატიაში.

ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა დასავლეთს მოუწოდა, მოსკოვს დაუპირისპირდნენ.

„რუსეთი გაცილებით სუსტ პოზიციაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეძლო აგრესიული პოლიტიკის გატარება, ვინაიდან ისინი იმედოვნებდნენ, რომ ჩვენ მათ მტკიცედ არ ვუპასუხებდით“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა BBC Radio 4-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სტატიაში ასევე საუბარია საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, ის აღშფოთებულია რუსეთის ამ ქმედებით და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაგმოს ეს ნაბიჯი.

„საქართველო ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია“, - განაცხადა მან.