პროგრამის „აწარმოე  საქართველოში“  ფარგლებში  ახალი საწარმო გაიხსნება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შპს „გრინვილი“ ქართული კარაქის, მცენარეული ცხიმისა და მარგარინის წარმოებას იწყებს.

საწარმო  2017 წლის ოქტომბერში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი დაიწყებს მუშაობას.  შპს „გრინვილი“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას როგორც საცალო და საბითუმო, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში  გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.

შპს „გრინვილი“ თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის #13-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 460 000 ლარს შეადგენს.